რიო 2016

რიოს ოლიმპიური ნაგებობები მიტოვებული და ამორტიზებულია

ღია საცურაო აუზი მიტოვებული და ამორტიზებულია
Getty Images

2016 წლის ოლიმპიადიდან ერთი წელია გასული, როგორც ირკვევა, რიოს ოლიმპიური სოფელი ოლიმპიადის დასრულების შემდეგ პრაქტიკულად მიტოვებულია, ნაგებობების ნაწილი კი უკვე ამორტიზებულია. ოლიმპიადის ჩატარება ბრაზილიის ბიუჯეტს წინასწარ განსაზღვრულზე ორჯერ მეტი - $4.6 მილიარდი დაუჯდა, ოლიმპიადამდე მთავრობა აცხადებდა, რომ ოლიმპიური სოფლის თითოეულ ნაგებობას ღონისძიების დასრულების შემდეგ აქტიურად გამოიყენებდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ასე არ მოხდა. 

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური ნაგებობები ოლიმპიადიდან ერთი წლის შემდეგ:

მარაკანას სტადიონი:

მარაკანას სტადიონის საფარი ხვრელებითა და ბზარებითაა დაფარული, ბალახი კი გახმა
ფოტო: Getty Images

სტადიონზე დენი გამორთულია, რადგანაც მისმა ხელმძღვანელობამ $1 მილიონიანი დენის დავალიანება არ გადაიხადა. სტადიონი ერთი წელია ცარიელია.

მარაკანას სტადიონი
ფოტო: Getty Images

განახლებულ მარაკანას სტადიონს ოლიმპიადის შემდგომ არცერთი ხონისძიებისთვის არ უმასპინძლია
ფოტო: Getty Images

მარაკანას ბიზნეს კლასის სავარძლები
ფოტო: Getty Images

მარაკანას სტადიონზე ათობით სკამი ვანდალებმა მოგლიჯეს
ფოტო: Getty Images

გოლფის მოედანი:

ოლიმპიური გოლფის მოედანი, რომლის მოწყობაც $16 მილიონი დაჯდა
ფოტო: Reuters

ოლიმპიური საცურაო აუზი:

ოლიმპიური საცურაო აუზი
ფოტო: Getty Images

ტერიტორიაზე სამშენებლო ნაგავია
ფოტო: Getty Images

ოლიმპიური სოფელი:

ოლიმპიური სოფელი
ფოტო: Getty Images

ცარიელია ოლიმპიურ სოფელში ათლეტებისთვის აგებული 32 კორპუსიც, რომელშიც პროექტის მიხედვით ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ლუქს კლასის ბინები უნდა განთავსებულიყო.

რიოს ოლიმპიადა გამონაკლისს არ წარმოადგენს, ათენის, სოჭის და პეკინის ოლიმპიური ნაგებობებიც მიტოვებულია. გაიგეთ მეტი სტატიაში - რა ხდება, როდესაც ოლიმპიადა მთავრდება - ოლიმპიური სოფლების ნაწილი მიტოვებულია

კომენტარები