რიო 2016

მეექვსე ოლიმპიური მედალი საქართველოს - ხინჩეგაშვილი ფინალშია

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადაზე 57 კგ კატეგორიაში ფინალშია. ნახევარფინალში ხინჩეგაშვილმა ბულგარელი მეტოქე ვლადიმირ დუბოვი ანგარიშით 8:4 დაამარცხა.

ფინალში ქართველი მოჭიდავე იაპონელ მეტოქეს შეხვდება. ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 00:30 საათზე გაიმართება.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის რიოს ოლიმპიადაზე ეს მეექვსე მედალი იქნება.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ხინჩეგაშვილმა 55 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, გასულ წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კომენტარები