ე.წ კანონიერი ქურდი

უკრაინაში ე.წ კანონიერი ქურდი საქართველოს მოქალაქე გელა ქარდავა დააკავეს

უკრაინაში ე.წ კანონიერი ქურდი საქართველოს მოქალაქე გელა ქარდავა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა საკუთარი facebook-ის გვერდზე გაავრცელა და დაკავების ვიდეოც დაურთო. როგორც ავაკოვი წერს ქარდავა კიევის სპეცდანიშნულების რაზმის მონაწილეობით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მისივე ინფორმაციით, ქარდავა მაშინ დააკავეს როცა ის თავის თანამოაზრეებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა. ქარდავა მძიმე დანაშაულების მუხლებით არაერთხელ არის ნასამართლევი.

ავაკოვის ინფორმაციით, დაკავებისას ამოღებულია უკრაინის მოქალაქის, სავარაუდოდ, ყალბი მოწმობა, ოლეგ რომანოვიჩის სახელზე. ავაკოვი იმასაც წერს, რომ არსებობს ალბათობა, რომ დაკავებული ქარდავა რუსეთის შსს-ს აგენტია და მოწმდება ინფორმაცია მისი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ.

კომენტარები