ე.წ კანონიერი ქურდი

კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებულ დავით გერლიანს პატიმრობა შეეფარდა

Givi Targamadze/Fb.com

კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებულ დავით გერლიან-ჩაჩიბაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზარა. პროკურატურა ბრალდებულს კანონიერი ქურდობის გარდა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასაც ედავება. 

ბრალდებულ დავით გერლიან-ჩაჩიბაიას ადვოკატი კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თამარ აბესაძის თქმით, გერლიანი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გამოუშვეს უკრაინიდან და ის იძულებული იყო, შემოსულიყო საქართველოში.

დავით გერლიანი, იგივე "დათო სვანი" საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ის საქართველოში 19 ივნისს ჩამოვიდა. მისი დეპორტაცია უკრაინამ მოახდინა.

კომენტარები