კი ბატონო, გეთანხმებით, [ჩემს] გადაცემას არ ჰქონდა [რეიტინგი], მაგრამ აქ რომ გადაცემებია, იმაზე ნაკლები რეიტინგი არ ჰქონდა, იმიტომ, რომ ეს დაახლოებით, ერთი ტიპის რეიტინგებია. აი, პირველი არხი და ჯი-დი-ეს-ი დაახლოებით ერთად მიყვება... ეს ხაზი არის ერთნაირი, თქვენ რომ ნახოთ იმ სლაიდზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, ესენი ერთ მინდორზე თამაშობენ და იმედი და რუსთავი ორი სხვაგან არიან. კი ბატონო, გეთანხმებით, რომ მისი რეიტინგი დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც აქაური გადაცემების რეიტინგია, მაგრამ ჩვენ თვისებრივად დავამკვიდრეთ კამათის კულტურა და ჩვენ შევქმენით სიღრმისეული ჟურნალისტიკის ნიმუში, აქაც არის ასეთი გადაცემები და ის გადაცემაც ისეთი იყო, ასე რომ ტიპურად ჰგავს, რასაც საზმაუ აკეთებს. მე როდესაც ადრე ვთქვი, რომ მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში ვიმუშავებ მეთქი და მერე აღმოვჩნდი ჯი-დი-ეს-ზე, მითხრეს - "ხომ ასე ამბობდი, რომ მარტო საზოგადოებრივში იმუშავებდიო". მე რასაც იქ ვაკეთებდი, შინაარსობრივად იყო ის პროდუქტი, რაც კეთდება აქ, ასე რომ ძალიან შორს არ იყო ტიპურად პირველი არხისგან.
საზოგადოებრივი მაუწყებელი
ანთაძე: რასაც GDS-ზე ვაკეთებდი, შინაარსობრივად იყო ის პროდუქტი, რაც კეთდება საზმაუზე
tbl.ge/26cz
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე ტაბულას კითხვაზე - "თქვენ აპელირებთ რეიტინგებით, მაგრამ თქვენს გადაცემასაც GDS-ზე არ ჰქონდა რეიტინგი".
ამავე თემაზე
- მთავარ სერვერზე, სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა - საზოგადოებრივი მაუწყებელი
- საზმაუდან ათავისუფლებენ რეჟისორს, რომელიც პოლიტიკურ წნეხზე საუბრობდა - საზმაუს მცველები
- 1 იანვრიდან საზმაუს დირექტორის ხელფასი (ხელზე ასაღები) 15 000 ლარი იქნება
- საზმაუ რუბრიკის "ადამიანები ისტორიიდან" წამყვანმა, დიმიტრი სილაქაძემ დატოვა
- "ამ შაბათ-კვირას" დახურვის შემდეგ წამყვანებმა ევგენიძემ და შარვაშიძემ საზმაუ დატოვეს




