თურქეთი

თურქეთში საჯარო დაწესებულებებიდან 4500-მდე ადამიანი გაათავისუფლეს

Reuters

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში საჯარო დაწესებულებებიდან 4500-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.

ყველაზე მეტი თანამშრომელი განათლების სამინისტროდან გაათავისუფლეს - 2585, 893 სამხედრო პოლიციიდან, 88 კი ტელეკომპანია TRT-დან. 

გათავისუფლებულებს ბრალი 2016 წლის ივლისში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ედებათ.

კომენტარები