დავით საგანელიძე

დავით საგანელიძეს ქონებრივ დეკლარაციაში ხელფასის მითითება "გამორჩა"

დავით საგანელიძე ჩინეთში ვიზიტის დროს
facebook.com/PartnershipFund

სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის - საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარეს, დავით საგანელიძეს ქონებრივ დეკლარაციაში ხელფასის მითითება გამორჩა. საგანელიძემ დეკლარაცია რამდენიმე დღის წინ შეავსო.

საგანელიძის დეკლარაციის ანაზღაურების გვერდი ასე გამოიყურება:

ხელფასის გრაფა საგანელიძის დეკლარაციაში თავისუფალია
ფოტო: declaration.gov.ge

ეს კი იმ ფონზე, როდესაც საგანელიძე საჯარო უწყებაში დასაქმებული ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოხელეა. 

საგანელიძეს ხარჯებში მოხსენიებული აქვს საშემოსავლო გადასახადი - 80.8 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად, გადახდილი გადასახადიდან შეიძლება იმის დადგენა, თუ რა იყო საგანელიძის წლიური ანაზღაურება. გადახდილი გადასახადის მიხედვით ირკვევა, რომ საგანელიძემ 2016 წლის მანძილზე 404 ათასი ლარის ანაზღაურება აიღო, ეს კი თვეში 33 ათასი ლარია.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა, მასში უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები - რკინიგზა, გაზის და ნავთობის კორპორაცია და სახელმწიფო ელექტროსისტემაა გაერთიანებული.

კომენტარები