დავით საგანელიძე

საგანელიძე: არ გამოვრიცხავ პოლიტიკიდან ბიზნესში გადასვლას

interpressnews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნას აპირებს. თუმცა, ის თარიღს არ აკონკრეტებს.

"მივიჩნევ, ჩემი ძირითადი ამოცანა პოლიტიკაში შევასრულე იმ მხრივ, რომ მცირე წვლილი შევიტანე იმ სიბინძურის თავიდან მოშორებაში, რასაც სააკაშვილის სახით არსებული ხელისუფლება ერქვა. არ გამოვრიცხავ პოლიტიკიდან ბიზნესში გადასვლას, რადგან არაერთხელ მითქვამს, რომ ვარ ექიმი და ბიზნესმენი. აუცილებლად დავუბრუნდები სამედიცინო სფეროს ან - ბიზნესსექტორს. მე მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და მივიჩნევ, რომ პოლიტიკაში ჩემს მიერ დასახული ამოცანა შევასრულე", - თქვა საგანელიძემ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, აღნიშნული საკითხი უკვე განიხილეს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა. კოალიციის პოლიტსაბჭოს წარმომადგენლებმა და ივანიშვილმა საგანელიძეს მადლობა გადაუხადეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის რანგში გაწეული მუშაობისთვის, ასევე იმ საქმიანობისთვის, რომელიც მან გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობის თვალსაზრისით გასწია. პოლიტსაბჭოს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ირაკლი ტრიპოლსკის კანდიდატურაც განიხილეს.

 

კომენტარები