საქართველოს პატრიარქი

პატრიარქის ექიმი: ილია II თავს კარგად გრძნობს, გამოკვლევები უტარდება

"საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თავს კარგად გრძნობს", - ამის შესახებ ილია მეორის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა. გერმანიაში ჩაწერილ მის კომენტარს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"პატრიარქი კლინიკაშია, მიმდინარეობს ამ ეტაპზე სათანადო მკურნალობა, აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. გამოკვლევების დამთავრების შემდეგ, სპეციალისტები შეჯერდებიან მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე", - თქვა შარტავამ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა. ცისანა შარტავამ მაშინ თქვა, რომ შესაძლოა, პატრიარქს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. 

კომენტარები