დიდთოვლობა

თბილსერვის ჯგუფი: ტროტუარების დასუფთავება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს

ტაბულა

თბილსერვის ჯგუფის დირექტორის ინფორმაციით, ტროტუარების დასუფთავება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. ლევან ჯღარკავა ტაბულასთან ამბობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში ქუჩები იწმინდებოდა, ტროტუარებზე ტექნიკური მარილის მოყრა კი დილიდან დაიწყო.

„გუშინ, დაახლოებით 21:00 საათზე დაიწყო თოვა, შესაბამისად, დავიწყეთ ამ დროიდანვე ქუჩებზე მარილის მოყრის სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე დამხმარე ქუჩებზე და შემოერთებულ ტერიტორიებზე. ასე რომ, დილით შეფერხებები საერთოდ არ ყოფილა, ამაზე ინფორმაცია არ შემოსულა. ახლა უკვე ვასუფთავებთ ტროტუარებს. დილიდანვე მიმდინარებს სამუშაოები, სადღაც 07:00-08:00 საათამდე მიმდინარეობდა ქუჩებზე მარილის მოყრა, დამთავრდა ეს პროცედურა და შემდეგ დაიწყო ტროტუარებზე“, - ამბობს ჯღარკავა.

მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად ცენტრალური ქუჩების ტროტუარები იწმინდება.

მოქალაქეები დღეს დილიდან საუბრობენ იმაზე, რომ ქუჩები და ტროტუარები საკმარისად გაწმენდილი არ არის და გადაადგილება სახიფათოა.

კომენტარები