ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც აჭარის ტელევიზიას გარდაცვლილთა მეზობელმა განუცხადა, სავარაუდოდ, დედა-შვილი სიცივის გამო გარდაიცვალა, რადგან მათ რამდენიმე დღეა, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდათ. აჭარის ტელევიზიას ენერგო-პრო ჯორჯიაში დაუდასტურეს, რომ მისამართზე, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, ელექტროენერგიის მიწოდება 26 იანვრიდან შეწყდა.





