ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან

ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე გიგი უგულავამ განაცხადა, მთავარი თემები ქვეყნის შიდა პოლიტიკა, მედიის თავისუფლება და პარტიის მომავალია.

"მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ, არის ქვეყნის შიდა პოლიტიკა - ის გამოწვევები, რაც არის ქვეყანაში, ეკონომიკა, რომელსაც პატრონი არ ჰყავს, მედიის თავისუფლება, რუსთავი 2-ის თემა და, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის სამომავლო გეგმები, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს პერსპექტივას ადგილობრივი არჩევნებისთვის და, ზოგადად, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივას. ეს არის ის ძირითადი სპექტრი სასაუბრო თემებისა, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აინტერესებთ, ისევე როგორც ქვეყანაში მოქმედ საელჩოებს და ელჩებს", - ამბობს უგულავა.

კომენტარები