ვითარება საავტომობილო გზებზე

ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, მათ შორის ძლიერი ყინვის, ლიპყინულისა და ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვა დაწესდა ახალქალაქი-კარწახის გზაზეც.

„ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აცხადებენ უწყებაში.

გარდა ამისა, გზების დეპარტამენტმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდისა და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზებზე არსებული შეზღუდვების შესახებაც.

კომენტარები