აშშ-დიდი ბრიტანეთი

დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი დააბრუნა

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი დააბრუნა. ტრამპის თქმით, დიდი პატივია, რომ ოვალურ ოფისში უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი კვლავ იდგმება. ტრამპის გადაწყვეტილება ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ მოიწონა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან სასიამოვნო გადაწყვეტილებაა.

ჩერჩილის ბიუსტი აშშ-სა და ბრიტანეთს შორის "განსაკუთრებული ურთიერთობის" სიმბოლოა. ჩერჩილის ბიუსტის ოვალური ოფისიდან გატანასა და მის ნაცვლად მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტის დადგმა ბარაკ ობამას გადაწყვეტილება იყო, მის ამ ნაბიჯს აზრთა სხვადასხვაობა მოყვა.

საინტერესოა ისიც, რომ თეთრ სახლში უინსტონ ჩერჩილის 2 ბიუსტი დგას. Washington Post-ის ცნობით, ბიუსტი, რომელიც ობამამ ოვალური ოფისიდან გაიტანა და ტრამპა უკან დააბრუნა, ობამას წინამორბედ ჯორჯ ბუშს ბრიტანეთის ექსპრემიერმა, ტონი ბლერმა გადასცა.

ჩერჩილის ბიუსტი, რომელიც ტრამპმა ოვალურ ოფისში დააბრუნა.
ფოტო: AFP/Getty Images

შესაბამისად, როდესაც ობამამ ჩერჩილის ეს ბიუსტი აშშ-ში ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციას გადასცა, თეთრ სახლში ჩერჩილის ბიუსტი კვლავ იდგა, ბიუსტი, რომელიც 1946 წელს სკულპტორმა ჯეიკობ ეპსტაინმა შექმნა.

ჯეიკობ ეპსტაინის მიერ 1946 წელს შექმნილი ჩერჩილის ბიუსტი
ფოტო: Getty Images

კომენტარები