აშშ-რუსეთის ურთიერთობა

მაკკეინი ტრამპს: რუსეთი არასდროს გახდება ჩვენი პარტნიორი, პუტინი არის აშშ-ის მტერი

Sojo.net

ჯონ მაკკეინი საკუთარ Facebook გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის 28 იანვარს დაგეგმილ ოფიციალურ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა. მაკკეინი იმედს გამოთქვამს, რომ ტრამპი ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ დაასრულებს შიშებს და სპეკულაციებს იმის შესავებ, რომ თითქოს, თეთრი სახლი რუსეთისთვის სანქციების გაუქმებას აპირებს.

"პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილი სატელეფონო საუბარი უამრავი სპეკულაციის საფუძველი გახდა. გაჩნდა შიშები, რომ თითქოს თეთრი სახლი რუსეთისთვის სანქციების გაუქმებას აპირებს. ამერიკისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაასრულებს ამ სპეკულაციებს და არ აირჩევს ამ წინდაუხედავ კურსს. თუ ეს არ მოხდება, მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვიმუშავებს იმისთვის რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები დაკანონდეს.

სულ რაღაც 3 წლის წინ ვლადიმირ პუტინი თავს დაეხა უკრაინას, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსირება, დაემუქრა NATO-ს პარტნიორებს, სამხედრო ჩარევა მოახდინა სირიის ომში, დატოვა სისხლის კვალი, დესტრუქცია და დაარღვია უამრავი პირობა.

რუსეთის ომმა უკრაინასთან, 10 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და მოქალაქე იმსხვერპლა. რუსეთმა გამოიყენა იარაღი და ჩამოაგდო სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინაში, რასაც 298 უდანაშაულო ადამიანი შეეწირა.

რუსეთმა NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან დაიწყო მასობრივი სამხედრო წვრთნები, დაარღვია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრები და გამოიყენა პროპოგანდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მთავრობების ძირის გამოსათხრელად.

რუსეთი გვერდში დაუდგა ასადის სისხლიან რეჟიმს, რომელმაც სირიაში ომი დაიწყო და 400 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. რუსეთის სამხედროები მიზანში იღებდნენ სირიულ საავადმყოფოებს და პირველადი დახმარების ეკიპაჟებს. ნაცვლად იმისა, რომ მიზანში ამოეღოთ ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რუსეთი თავს ესხმოდა სირიის ოპოზიციურ ძალებს, რაც ხელს უწყობდა ქვეყანაში ექსტრემიზმის გაძლიერებას.

პუტინმა გამოიყენა ყველაზე საშინელი გზა ჩვენი ქვეყნის დასამცირებლად და უპატივცემულობის გამოსახატად - რუსეთი განზრახ ჩაერია ჩვენს უკანასკნელ არჩევნებში, კიბერთავდასხმებითა და დეზინფორმაციის კამპანიით, რომელიც ამერიკისა და დასავლეთ ევროპის დასასუტებლად იყო მომართული.

ჩვენს სამივე უკანასკნელ პრეზიდენტს ჰქონდა დიდი იმედები, რომ რუსეთის მთავრობასთან პარტნიორობას შეძლებდა. თითოეული მათი მცდელობა ჩავარდა. არა იმიტომ, რომ აშშ-მ ცდა დააკლო ან ამის არ სწამდა, არამედ იმიტომ, რომ პუტინს სურს იყოს ჩვენი მტერი. ჩვენ მას მტრად ვჭირდებით. ის არასდროს გახდება ჩვენი პარტნიორი, მათ შორის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლისასაც კი. მას სჯერა, რომ რუსეთის გაძლიერება დამოკიდებულია ამერიკის დასუსტებაზე. ტრამპს უნდა ახსოვდეს ეს, როდესაც პუტინს დაელაპარაკება. მას უნდა ახსოვდეს, რომ სატელეფონო ხაზის მიღმა იმყოფება მკვლელი და ყაჩაღი, რომელსაც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა სურს, ყველა ასპექტით. თუ ჩვენი მთავარსარდალი სხვანაირად იფიქრებს, ეს გულუბრყვილობა და ძალიან საშიში გზა იქნება", - წერს მაკკეინი.

კომენტარები