არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი

არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით, ყოფილი მანდატური დააკავეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს კ. ფ.-ს ბრალი წარუდგინა. გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. 

სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა. 

სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი (სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან),სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან - ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი, რომელთანაც სკოლის მანდატურმა სქესობრივი კავშირი დაამყარა, ორსულად არის. სხვადასხვა მედიასთან საუბარში, 15 წლის გოგონას დედა ამბობს, რომ თანახმაა, მისი შვილი 40 წლის კ.ფ-მ ცოლად მოიყვანოს.

კომენტარები