არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი

იმერეთის რეგიონში მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა

thedailysheeple.com

ტელეკომპანია მაესტროს ცნობით, იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი სკოლის მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. მათივე ინფორმაციით, 40 წლის მანდატური სკოლაში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, 15 წლის მოსწავლე კი ამ სკოლაში 1 წლის წინ გადავიდა.

განათლების სამინისტრომ ტაბულასთან საუბრისას მომხდარი დაადასტურა და აცხადებს, რომ მანდატური სკოლიდან დეკემბერში, სავარაუდოდ, სწორედ მომხდარის გამო გაათავისუფლეს.

როგორც ტაბულას შსს-მ განუცხადა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით არის დაწყებული, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები