24 იანვარს ვაკისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეზღუდვით მიეწოდებათ. თელასი ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზად ახალი აბონენტების ქსელზე მიერთებასა და გადაუდებელ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ვაკის რაიონი
10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის, გოძიაშვილის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - წერია განცხადებაში





