თბილისის სპორტის სასახლეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა მიმდინარეობს. რეგისტრაცია 6870-მა დელეგატმა გაიარა. ისინი პოლიტსაბჭოს წევრებს და თავმჯდომარეებს აირჩევენ. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. ახლა კი, სიტყვით პარტიის ლიდერები გამოდიან.
ფოტო: ტაბულა
ფოტო: ტაბულა

ფოტო: ტაბულა
ფოტო: ტაბულა
ყრილობაზე არ აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს. ენმ-ის წევრების თქმით, ეს პოსტი ვაკანტური დარჩება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი პოლიტდევნილია. ასევე, არ აირჩევენ ახალ გენერალურ მდივანს და ამ თანამდებობას ვანო მერაბიშვილი შეინარჩუნებს.