ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე გოცირიძე, ხოლო მისი მოადგილე სამადაშვილი იქნება

ტაბულა

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე, ხოლო მისი მოადგილე სალომე სამადაშვილი იქნება - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას გოცირიძემ დაუდასტურა.

ასევე, როგორც პარტიაში ტაბულას უთხრეს, ხვალ, 20 იანვარს, ყრილობაზე პოლიტსაბჭოს თანათავმჯდომარეებად ნიკა მელიას და ზაზა ბიბილაშვილს აირჩევენ.

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, ნიკა მელია, კობა ნაყოფია, აზერ სულეიმანოვი და თინა ბოკუჩავა იქნებიან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 12 იანვარს გაიყო და პარტიის პოლიტსაბჭო 27-მა წევრმა დატოვა. პოლიტსაბჭოს 7000-იანი სხდომა სპორტის სასახლეში 20 იანვარს გაიმართება. ნინო კალანდაძის თქმით, ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს არ აირჩევენ. კალანდაძე ამბობს, რომ რადგან ვანო მერაბიშვილს პარტიის გაყოფაზე პოზიცია არ გამოუხატავს, ის გენერალურ მდივნად რჩება.

კომენტარები