დოლარი

დონალდ ტრამპი: ზედმეტად გამყარებული დოლარი გვკლავს

independent.co.uk

"ჩვენი კომპანიები ვერ უწევენ კონკურენციას (ჩინურ იმპორტს) იმიტომ, რომ ჩვენი ვალუტა ზედმეტად გამყარებულია, ეს ჩვენს ეკონომიკას კლავს", - ამბობს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.

ტრამპის ამ განცხადებას დოლარის გაუფასურება მოჰყვა. დოლარის ინდექსი (DXY) 1.2%-ით შემცირდა. აღნიშნული ინდექსი აშშ-ის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მიმართ დოლარის სიმყარეს გამოხატავს.

ამ განცხადებიდან მალევე დოლარი ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით გაუფასურდა:

  • დიდი ბრიტანეთი - გირვანქა სტერლინგი გამყარდა 2.3%-ით, (სავარაუდოდ, ტერეზა მეის სიტყვით გამოსვლა იყო გამყარების მთავარი მიზეზი, მან BREXIT-ის სამოქმედო გეგმა წარადგინა). ეს გამყარება 2008 წლის შემდგომ ერთ დღეში მომხდარი ყველაზე მკვეთრი გამყარებაა. ერთი ფუნტი $1.233 დოლარი გახდა.
  • ევროკავშირი - ევრო გამყარდა 0.8%-ით, ერთი ევროს ღირებულება $1.06 დოლარი გახდა.
  • რუსეთი - რუბლი გამყარდა 1.1%-ით, ერთი დოლარის ღირებულება 59 რუბლი გახდა.
  • იაპონია - იაპონური იენი გამყარდა 0.7%-ით, ერთი დოლარის ღირებულება 113 იენი გახდა.
  • მექსიკა - მექსიკური პესო გამყარდა 0.6%-ით, ერთი დოლარის ღირებულება 21.6 პესო გახდა.
  • ნედლი ნავთობი - გაძვირდა 1.2%-ით, ერთი ბარელის ღირებულება $56 გახდა.
  • ოქრო - გაძვირდა 0.9%-ით, ერთი უნციის ღირებულება 1.213 გახდა.

დოლარის გაძვირებას FED-ის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იწვევს. 14 დეკემბერს, FED-მა პოლიტიკის განაკვეთის 0.25%-ით, 0.75%-მდე გაძვირება გადაწყვიტა, რასაც გლობალურად დოლარის კიდევ უფრო მეტად გამყარება მოჰყვა. 

ამერიკაში მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგების აღმოფხვრისთვის, გასული წლების მანძილზე იაფი ფულის პოლიტიკა მოქმედებდა. 2006 წლის ივნისში ამერიკაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.25%-ს შეადგენდა. მას შემდეგ ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მუდმივად ამცირებდა, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კი FED-მა საპროცენტო განაკვეთის თითქმის 0%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. უკვე 2014 წლის მეორე ნახევრიდან აშკარა გახდა, რომ აშშ კრიზისიდან გამოვიდა, რის გამოც შერბილებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება საჭირო აღარ იყო.

FED-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2015 წლის ბოლოდან დაიწყო.

კომენტარები