პოლიციელის დაჭრა

პოლიციელის მკვლელობის მცდელობისთვის 3 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული 3 პირი დააკავეს. როგორც პროკურატურამ ტაბულას განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

საბურთალოს ქუჩაზე გუშინ პოლიციელმა სამი მოქალაქე გააჩერა, რომლებიც, შსს-ს ცნობით, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. საპასუხოდ აგრესიულმა მოქალაქეებმა პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს.

პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები