თელასის ინფორმაციით, 11 იანვარს ყაზბეგის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10-დან 15 საათამდე შეეზღუდებათ. კომპანია შეზღუდვის მიზეზად ახალი აბონენტების ქსელზე მიერთებას ასახელებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულებისშემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- წერია თელასის განცხადებაში.





