დონალდ ტრამპის საკადრო პოლიტიკა

დემოკრატები ტრამპის მიერ სიძის დანიშვნის საკითხის შესწავლას მოითხოვენ

Getty

დემოკრატები ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიუთითებენ, რომ მის მთავარ მრჩევლად სიძის დანიშვნა ნეპოტიზმად და ინტერესის კონფლიქტად განიხილება. ისინი მოუწოდებენ იუსტიციის დეპარტამენტსა და მთავრობის ეთიკის ოფისს, რომ შეისწავლონ ჯარედ კუშნერის დანიშვნის კანონიერება.

ჯარედ კუშნერი ივანკა ტრამპის ქმარია. მისი ადვოკატი ამბობს, რომ დანიშვნა კანონს არ არღვევს.

ძალაუფლების გადაბარების გუნდის ინფორმაციით, კუშნერი ფოკუსირებული იქნება სავაჭრო პოლიტიკის საკითხებსა და ახლო აღმოსავლეთზე.

დონალდ ტრამპის თქმით, ამაყია, რომ ადმინისტრაციაში კუშნერს ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობა მისცა. ჯარედ კუშნერი უფროს მრჩევლად მუშაობას პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდგომ შეუდგება.

კომენტარები