დონალდ ტრამპის საკადრო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი FBI-ს დირექტორის პოსტზე კრისტოფერ რეის კანდიდატურას წარადგენს

კრისტოფერ რეი (2003 წელი)
Reuters

დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის პოსტზე კრისტოფერ რეის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

რეი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, 2003-05 წლებში იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

უკანასკნელად, კრისტოფერ რეი ნიუ ჯერსის გუბერნატორის, რესპუბლიკელი კრის კრისტის იურისტად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ჯეიმს კომი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად, 2013 წელს, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 10 წლის ვადით დაინიშნა. კომი აშშ-ის ისტორიაში FBI-ის მეორე დირექტორია, რომელიც თანამდებობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ამ დრომდე FBI-ს დირექტორის მოვალეობებს ენდრიუ მაკკაბი ასრულებს.

კომენტარები