ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბიბილაშვილის თქმით, იგეგმება ნიკა მელიას გადაყენება ფრაქციის თავმჯდომარეობიდან

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, „ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდი“ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავს.

ბიბილაშვილის თქმით, ხსენებული ჯგუფის წევრემა ამ მიზნით ნიკა მელია წერილობით, ხუთი პირის ხელმოწერით, ხვალ პარლამენტის შენობაში დაიბარეს.

„ვნახეთ ტაიმაუტის თხოვნა, თუმცა ამავე ტაიმაუტის ფონზე მიმდინარეობს ეს ქმედებები - ჩვენი თანამებრძოლების გარიცხვა პარტიის სიიდან, ასევე ნიკა მერიას წერილობით დაბარება ფრაქციის სხდომაზე რაღაც ამხანაგური სასამართლოს მოსაწყობად... ამ კონფლიქტის საჯარო სფეროში გამოსვლიდან ყველა ეტაპზე პარტიის უმრავლესობის წარმომადგენელი ჯგუფი ცდილობდა კომპრომისის მიღწევას და ეს კომპრომისი იქნა უარყოფილი. ბუნებრივია, ჩვენ კომპრომისისთვის მზად ვართ, თუმცა ეს კომპრომისი ვერ იქნება ჩვენი ამომრჩევლის,მხარდამჭერებისდა პრინციპების ხარჯზე“, - თქვა ზაზა ბიბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ერთნიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ბიბილაშვილის განცხადებებს დღეს პარტიის მეორე ჯგუფის წარმომადგენლებიც უპასუხებენ.

კომენტარები