ბიტკოინი

Bitcoin-ის ფასი 24 საათში 25%-ით დაეცა

flickr.com

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 24 საათიან მონაკვეთში 25%-ით გაუფასურდა. 5 დეკემბერს ამ დროს ერთი ბიტკოინი $1.164 დოლარი ღირდა, ახლა კი მისი ფასი $928 დოლარია. გაუფასურების ზუსტი მიზეზები უცნობია.

იანვარში ბიტკოინი სწრაფად მყარდებოდა

იქამდე, სანამ სწრაფი გაუფასურება დაიწყებოდა, ბიტკოინი მყარდებოდა. მეტიც, იანვრის ხუთ დღეში ის 17%-ით გამყარდა. 2016 წლის მანძილზე ბიტკოინის ღირებულება კი 126%-ით გაიზარდა. 

რა აძვირებდა ბიტკოინს?

ბიტკოინის ფასის ზრდის მნიშვნელოვანი მიზეზი ჩინურ ბაზარზე კრიპტოვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნა იყო. ბიტკოინმა სწრაფი გამყარება ჩინური იუანის გაუფასურების პარალელურად დაიწყო. არსებული მონაცემებით, პირველი იანვრიდან დღემდე, 5 მილიონი ბიტკოინის ღირებულების საფასური გახადილია ჩინურ იუანში, შედარებისთვის - ამავე პერიოდში დოლარში მხოლოდ 53 ათასი ბიტკოინი შეიძინეს. 

ჩინურ ბაზარზე ბიტკოინზე მოთხოვნა სავარაუდოდ არ შემცირდება, რადგანაც მთავარი ფაქტორი, რის გამოც ბიტკოინზე მოთხოვნა გაიზარდა, იუანის გაუფასურებაა, ამ ვალუტის გაუფასურება კი მაღალი ალბათობით წლის მანძილზე კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. ამის მიზეზი აშშ-ში FED-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, რაც მსოფლიოში დოლარის გამყარების მნიშვნელოვანი მიზეზია.

რა არის ბიტკოინი

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება. 

ბიტკოინი და მისი გადახდის სისტემა ბლოკჩეინი მსოფლიოში გადახდის სისტემებს ცვლიან. მსხვილი ბანკები უკვე ცდილობენ, რომ საკუთარი გადარიცხვები ბლოკჩეინ სისტემაში გადაიყვანონ, რაც ტრანზაქციების წარმოების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია.

კომენტარები