საზოგადოებრივი მაუწყებელი

GPB-ს გენერალური დირექტორის ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტური დაინიშნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში გენერალური დირექტორობისთვის თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე იბრძოლებენ. პირველივე ტურში გასამარჯვებლად მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების 5 ხმა იყო საჭირო, მაღლაფერიძემ 4, ხოლო ბერძენიშვილმა 2 ხმა მიიღო. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპზე 14 კანდიდატი მონაწილეობდა, მეორე ეტაპზე კი, სამეურვეო საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, მხოლოდ 5 მათგანი გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ვასილ მაღლაფერიძე, ნატია კუპრაშვილი და ნინო ზაუტაშვილი. 

კომენტარები