თურქეთი

სტამბოლში მომხდარი მორიგი თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

Reuters

გუშინ, თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ფათიჰის რეგიონში შეიარაღებული პირი ერთ-ერთ რესტორანში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. 

თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს სტამბოლში, რეინას ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. თავდამსხმელს, რომელიც სავარაუდოდ ყირგიზეთიდან არის, ამ დრომდე ეძებენ.

კომენტარები