კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის სააგენტოში Booking.com-ის წინააღმდეგ სარჩელი შევიდა

booking.com

სასტუმროების დაჯავშნის ელექტრონული პლატფორმა Booking.com-ის წინააღმდეგ კონკურენციის სააგენტოში განცხადება შევიდა. 

კონკურენციის სააგენტომ 10 იანვრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაიწყებს თუ არა მოკვლევას და Booking.com-ის საქმიანობის შესწავლას.

Booking.com-ის წინააღმდეგ განცხადებით სააგენტოს ა(ა)იპ კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრმა მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ Booking.com-ი სავარაუდოდ კონკურენციის კანონმდებლობას არღვევს.

Booking.com-ი მსოფლიოში ვიზიტების დაჯავშნის ყველაზე პოპულარული პლატფორმაა. იმ შემთხვევაში, თუ კონკურენციის სააგენტო გადაწყვეტილებას მის წინააღმდეგ მიიღებს, სავარაუდოდ, ამას იმ ვიზიტორთა კლება შეიძლება მოჰყვეს, ვინც საქართველოში ვიზიტის დაგეგმვას Booking.com-ის მეშვეობით გადაწყვეტდა.

კონკურენციის სააგენტოს ახლად დანიშნული უფროსი ჰყავს, ის ნოდარ ხადურია.

კომენტარები