კრიმინალი

კორცხელში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

Getty Images

კორცხელში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების თქმით, პირველადი ინფორმაციით, მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

სამინისტროსვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები