NATO-საქართველო

NATO-ს მომავალ სამიტს საქართველო არ დაესწრება

ლევან იზორია
თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, NATO-ს მომავალ სამიტზე საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს. მინისტრის განმარტებით, ამის მიზეზი სამიტის ვიწრო ფორმატია, რომელიც აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას უკავშირდება.

"გვქონდა შეხვედრა NATO-ს შტაბბინაში, ბატონ სტოლტენბერგთან, იქ ვისაუბრეთ მომავალ სამიტზეც, რომელიც, სავარაუდოდ, 2017 წელს ჩატარდება. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს იქნება უფრო ვიწრო ფარგლებში", - თქვა იზორიამ.

მინისტრი აცხადებს, რომ შეკრების ფორმატი წევრი ქვეყნებისთვის არის და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას უკავშირდება.

"ჩვენ არ ვიქნებით მონაწილე ამ სამიტის. შემდეგი სამიტი, რომელიც გაფართოებული იქნება, ბუნებრივია, იქ მივიღებთ მონაწილეობას", - ამბობს იზორია.

კომენტარები