ქრისტეშობა 2016

პრეზიდენტი: გილოცავთ შობას, საქართველო რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანაა

გიორგი მარგველაშვილი
report.az

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქრისტეშობა საქართველოს იმ მოქალაქეებს მიულოცა, რომლებიც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ:

"ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.


საქართველო ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანაა. განსხვავებულისადმი პატივისცემის ჩვენი ტრადიცია უპირველს ყოვლისა, იმ ფასდაუდებელი ღვაწლის აღიარებაა, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალქეებს მიუძღვით ჩვენი საერთო სამშობლოს წინაშე.


ვუერთდები თქვენ სიხარულს.

დაე, განახლებისა და მომავლის რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება მოიტანოს თქვენ ოჯახებსა და ჩვენ სამშობლოში", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები