ქრისტეშობა 2016

15-დან 10 მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობას 25 დეკემბერს ზეიმობს

ქრისტეშობა

25 დეკემბერს ქრისტეშობას 10 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია იზეიმებს:

  1. კონსტანტინოპოლის

  2. ალექსანდრიის

  3. ანტიოქიის

  4. საბერძნეთის

  5. კვიპროსის

  6. რუმინეთის

  7. ბულგარეთის

  8. ალბანეთის

  9. ჩეხეთ-სლოვაკეთისა

  10. ამერიკის
     

7 იანვარს ქრისტეშობას 5 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია შეხვდება:
 
  1. იერუსალიმის

  2. რუსეთის

  3. საქართველოს

  4. სერბეთის

  5. პოლონეთის

10 ეკლესია, უძრავ საეკლესიო დღესასწაულებს "ახალი კალენდარული სტილით" (შესწორებული იულიუსის კალენდარი) ზეიმობს, ხოლო მოძრავს - "ძველი კალენდარული სტილით" (იულიუსის კალენდარი). ამრიგად, ქრისტეშობას მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა დასავლელ ქრისტიანებთან ერთად აღნიშნავს, ხოლო აღდგომას და მასზე მიბმულ დღესასწაულებს, იმ ხუთ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელიც იულიუსის კალენდარზე რჩება და შობას 7 იანვარს აღნიშნავს.

25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს. სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს.

კომენტარები