ქრისტეშობა 2016

ენმ: გილოცავთ ქრისტეშობას, სინათლე აუცილებლად სძლევს სიბნელეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველას, ვინც 25 დეკემბერს შობას აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გულითადად ულოცავს ქრისტეშობას ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ!

მშვიდობისა და სიყვარულის ამ დღესასწაულში, რომელიც გვასწავლის, რომ ბოროტებას არასდროს ეკუთვნის უკანასკნელი სიტყვა, რომ სინათლე აუცილებლად სძლევს სიბნელეს, რომ იმედი დაამარცხებს უიმედობას, რომ ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება უკეთესი, მრავალი ადამიანი პოულობს სულიერ ძალას ცხოვრების გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ქრისტიანულმა კულტურამ განსაზღვრა ცხადი ორიენტირი იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს ადამიანის და შესაბამისად, პოლიტიკის ზრუნვის მთავარი მიზანი - თითოეული და ყოველი ადამიანი.

გისურვებთ სიხარულს, წინსვლას, წარმატებებსა და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას, სადაც თითოეული მოქალაქის თავისუფლება და კანონის წინაშე თანასწორობა დაცულია, სადაც პიროვნების ღირსება უპირობო და ხელშეუვალია.

მრავალს დაესწარით!", - ნათქვამია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მილოცვაში.

კომენტარები