ლარის გაუფასურება

ხუციშვილი: ასე უცბად გაუფასურება და გამყარება, ეტყობა, ადგილობრივი პროცესია

მთავრობის ეკონომიკური გეგმის შედეგებს ვნახავთ აუცილებლად მომავალ წელს. იმიტომ, რომ ის არ არის ერთ და ორ დღეზე გათვლილი გეგმა და ამიტომ, მისი შედეგები აუცილებლად იქნება და ეკონომიკა აუცილებლად წავა წინ, ამის დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ ასეთი პატარა რყევები, ეს უკვე ფინანსისტებს უნდა ვკითხოთ. იყო ამოვარდნები, რომელსაც სპეციალისტები იტყვიან, რისი ბრალია, ასე უცბად გაუფასურება შედარებით და დღეს გამყარება, ეს რაღაცა ეტყობა, ადგილობრივი პროცესია.

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა ხუციშვილი ლარზე. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 6 დეკემბრის შემდეგ, გუშინ ლარი პირველად გამყარდა. ცვლილებამ 1.3 თეთრი შეადგინა.

კომენტარები