სირიის კრიზისი

ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაცია დასასრულს უახლოვდება

AFP

წითელი ჯვრის ცნობით, სირიის ქალაქი ალეპოდან მოქალაქეების ევაკუაცია დასასრულს უახლოვდება.

ევაკუაციის საბოლოო ფაზა ალეპოს რამდენიმე რეგიონში ერთბაშად იგეგმება. ევაკუციის პროცესის ბოლო ნაწილში სახელმწიფოს ათობით ავტობუსი და ასობით მანქანა მიიღებს მონაწილეობას.

ქალაქში ამდრომდე რამდენიმე ათასი მოქალაქეა ჩარჩენილი.

წითელი ჯვრის ცნობით, ევაკუაციის პროცესის დაწყების დღიდან დღემდე, ალეპოდან 34 000-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს. ევაკუაციის პროცესი და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე მერვე დღეა მიმდინარეობს.

ამ ლინკზე, გაეცანით ტაბულას სტატიას იმის შესახებ, თუ რა ხდება სირიაში.

კომენტარები