ჭიდაობის ფედერაცია

კორცხელთან დაკავშირებული გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა

www.sportall.ge

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად გეგა გეგეშიძე აირჩიეს. მან 46 ხმა მიიღო, ესტატე გოგლიჩიძემ - 3, ხოლო მანუჩარ კვირკველიამ - 24 ხმა, ერთი ხმა ბათილად ცნეს. გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის მანძილზე უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ გეგა გეგეშიძის სახელი 2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში მიმდინარე შუალედური არჩევნებისას მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, სწორედ გეგა გეგეშიძე ახდენდა სპორტსმენებისგან შემდგარი "ზონდერ-ჯგუფების" წევრების რეკრუტირებას. ის შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო. ამასთან, გეგა გეგეშიძის ძმა, ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე - საქართველოს ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძე სოფელ კორცხელის ინციდენტის მონაწილეა.

გეგა გეგეშიძის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე სოფელ კორცხელის ინციდენტის მონაწილეა.

კომენტარები