სტრასბურგში ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, განახლებული შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა.
განახლებული შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას 485-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 132-ის წინააღმდეგ, 29 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საჭიროების შემთხვევაში მიგრაციულ ნაკადებს შეაჩერებს. მექანიზმი წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლებს, რომ ევროკომისიას მოთხოვონ დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა იმ ქვეყნისთვის, რომლიდანაც გაიზრდება არალეგალი მიგრანტების შესვლის რაოდენობა. თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა ამ დრომდე, არაერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად დროებითი შეჩერების მექანიზმის გამარტივება აუცილებელია.





