სირიის კრიზისი

სირიის კონფლიქტი: მხარეებმა მორიგ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს

Reuters

სირიის სამთავრობო ძალებმა და ამბოხებულებმა ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო შეთანხმება დღეს დილით შევიდა ძალაში და მოსახლეობის ევაკუაციაც სულ მალე დაიწყება.

სამთავრობო ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეთანხმების ფარგლებში ალეპოს დატოვებას მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, ამბოხებულები და მათი ოჯახის წევრებიც შეძლებენ.

AP-ის ცნობით, მოსახლეობის ევაკუაცია დილითვე იმიტომ არ დაიწყო, რომ სამთავრობო ძალებმა იმ სასწრაფო დახმარების მანქანებს ესროლეს, რომლებიც აღმოსავლეთ ალეპოდან გასვლას ცდილობდნენ. მათივე ცნობით, სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ცეცხლის შეწყვეტის წინა შეთანხმება, რომელიც რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით მოხდა, ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათში ჩაიშალა. შეთანხმების ჩაშლას კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს აბრალებენ.

BBC-ის ინფორმაციით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში ამ დრომდე 50 000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.

კომენტარები