ტრამპის საკადრო პოლიტიკა

ილონ მასკი და ტრევის კალანიკი ტრამპის ეკონომიკური მრჩევლები იქნებიან

Reuters

ილონ მასკი და ტრევის კალანიკი, Tesla-სა და Uber-ის აღმასრულებელი დირექტორები, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური მრჩევლების საბჭოს შეუერთდნენ. ისინი ტრამპის სტრატეგიული პოლიტიკის ფორუმზე დაასახელეს.

ფორუმი დეკემბრის დასაწყისში შეიქმნა, ის პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში რჩევებს მიაწვდის და სპეციფიკური გამოცდილების გასაზიარებლად ხშირად შეხვდება, რათა "ამერიკა კვლავ დიადი გახდეს".

წინასაარჩევნო პერიოდში ილონ მასკი მხარს ჰილარი კლინტონს უჭერდა და ტრამპს აკრიტიკებდა, "ვფიქრობ, რომ ის არ არის პრეზიდენტობისთვის სწორი ადამიანი", - ამბობდა ის. ხოლო კალანიკი რესპუბლიკელების კანდიდატზე ხუმრობდა - "ღმერთო ჩემო, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს. ჩინეთში წავალ საცხოვრებლად, თუ ის გაიმარჯვებს".

ამერიკის ეკონომიკური გაჯანსაღების ფორუმში კიდევ 17 კომპანიის წარმომადგენელია.

კომენტარები