აშშ

ტრამპი: Wall Street Journal-ის რედაქციას ბიზნესის არაფერი გაეგება

Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Wall Street Journal-ის რედაქცია Fox News-სთან ინტერვიუში გააკრიტიკა. დონალდ ტრამპის თქმით, Wall Street Journal-ის რედაქციას ბიზნესის არაფერი გაეგება.

"ჩემი აზრით, ისინი ვერ ხვდებიან როგორ მუშაობს ბიზნესი. მე ვიცნობ მათი რედაქციის რამდენიმე წევრს, ისინი მართლა კარგები არიან. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მათ არ ესმით რაზე ვლაპარაკობ. ბიზნესს პრობლემები აქვს და ერთადერთი გამოსავალი გადასახადების შემოღებაა",- ამბობს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ტრამპის საგადასახადო გეგმის მიხედვით, გადასახადები დაეკისრება იმ კომპანიებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარხნებს ხურავენ და ბიზნესი სხვა ქვეყნებში მიაქვთ.

8 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ეს პირველი პოლიტიკური შოუ იყო, სადაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო.

კომენტარები