შტორმი ინდოეთში

ციკლონი სამხრეთ ინდოეთში - არიან დაღუპულები

სულ მცირე 2 ადამიანი იმსხვერპლა ციკლონმა ვარდაჰმა ინდოეთის სამხრეთით. ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.

სკოლების, ოფისებისა და აეროპორტების მუშაობა შეჩერებულია, რადგან ციკლონმა გამოიწვია მეწყერი კოკისპირული წვიმით და ძლიერი ქარი საათში 120 კილომეტრით.

ტამილ ნადუს ხელისუფლების განცხადებით, ქალაქში ძლიერმა ქარმა 260 ხე მოგლიჯა, იყო წყალდიდობები.


ფოტო: IMRAN QURESHI
ციკლონი ვარდაჰ 90 კილომეტრი დიამეტრისაა და მომდევნო 4 საათში მეწყრების გამოწვევა კიდევ შეუძლია. ოფიციალური ინფორმაციით, ამის შემდგომ შტორმი ჩაწყნარებას დაიწყებს.

ერთი წლის წინ ქალაქ ჩენაიში წყალდიდობები მოხდა, რამაც 70 ადამიანი იმსხვერპლა.

2011 წლის დეკემბერში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ბევრი სახლი დააზიანა ციკლონმა ქალაქ პონდიჩერისთან ახლოს.

2010 წლის მაისში კი სულ მცირე 23 ადამიანი იმსხვერპლა ძლიერმა ციკლონმა ანდჰრა-პრადეში.

კომენტარები