საპატრიარქო: გინეკოლოგები და ქალები, რომლებმაც აბორტი გაიკეთეს, ეკლესიას ააშენებენ

საქართველოს საპატრიარქო,

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, "დედები, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ", ხუდადოვის ტყის მიმდებარედ ყოვლადწმინდა ეკლესიას ააშენებენ.

კათოლიკოს-პატრიარქმა სამუშაო ჯგუფი 9 დეკემბერს მიიღო, დალოცა და დაწყებული საქმის წარმატებით განხორციელება უსურვა.

"ათეისტური რეჟიმის პირობებში მრავალი ადამიანი ვერ აცნობიერებდა, რამდენად დიდი ცოდვაა აბორტი და მას უბრალო მოვლენად აღიქვამდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დედებს, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ (მათ შორის ექიმ-გინეკოლოგებიც არიან) გაუჩნდათ სურვილი, თავისი სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი ყოვლადწმინდა სამების სახელზე", - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები