თურქეთი

თურქეთში ოპოზიციური, სახალხო დემოკრატიული პარტიის 118 წევრი დააკავეს

AFP

თურქეთში ოპოზიციური, სახალხო დემოკრატიული პარტიის 118 წევრი დააკავეს. მათ ბრალი ტერორიზმსა და ქურთების მუშათა პარტიასთან კავშირში ედებათ.

პარტიის წევრები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში დააკავეს.

თურქეთში რეიდები 10 დეკემბერს სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ განახლდა. აფეთქებას 38 ადამიანი ემსხვერპლა, 155 ადამიანი კი დაშავდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთ მებრძოლთა დაჯგუფებამ (TAK) აიღო.

პრეზიდენტმა ერდოღანმა მომხდართან დაკავშირებით, თურქეთში 1-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

კომენტარები