აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ ნოდარ ჯავახიშვილი ინიშნება

facebook.com/mrdi.gov.ge

გენერალური აუდიტის სამსახურის უფროსად რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, ინიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ "ტაბულას: აუდიტის სამსახურის პრესსამსახურმა დაუდასტურა. 

"პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, რეკომენდაციით მოხდა აღნიშნული პირის თანამდებობაზე დანიშნვნა", - ამბობს უწყების პრესსამსახური.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ლაშა თოდრიასა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძეს, შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

კომენტარები