საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

ლე პენი: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სკოლები უფასო აღარ იქნება

AFP

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სკოლები უფასო აღარ იქნება.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ერთს გეტყვით: თუ თქვენ ჩამოდიხართ ჩვენს ქვეყანაში, არ ელოდოთ, რომ ჩვენ თქვენზე ვიზრუნებთ, ან თქვენს შვილებს მივცემთ უფასო განათლებას. თამაშის დრო აღარ არის", - თქვა ლე პენმა.

ულტრამემარჯვენე "ეროვნული ფრონტის" ლიდერი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი იქნება პრეზიდენტობის იმ ორი კანდიდატიდან, რომელიც მაისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავა.

კომენტარები