გერმანია

ანგელა მერკელი პარტიის თავმჯდომარედ მეცხრედ აირჩიეს

Fabrizio Bensch / Reuters

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ მორიგ ჯერზე, უკვე მეცხრედ აირჩიეს.

მერკელის კანდიდატურას პარტიის ყრილობის დელეგატების 89,5%-მა დაუჭირა მხარი, რომელიც რიცხობრივად 1000 დელეგატზე უფრო ცოტაა. მერკელის პოპულარობა პარტიაში დაეცა, 2014 წელს გამართულ კენჭისყრაში მერკელს დელეგატების 96,7 %-მა დაუჭირა მხარი.

ცნობისთვის, მერკელი ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს 2000 წლიდან ხელმძღვანელობს. ყველაზე დაბალი შედეგი თავმჯდომარედ არჩევის კენჭისყრაში 2004 წელს მიიღო, პარტიის ყრილობაზე მერკელს დელეგატების 88,4%-მა მისცა ხმა.

აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელი 2017 წლის გერმანიის კანცლერის არჩევნებში მეოთხე ვადით აპირებს მონაწილეობას.

კომენტარები