სქესის ნიშნით დისკრიმინაცია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი საახალწლო ღონისძიების წამყვანად მხოლოდ მამაკაცს ითხოვს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 31 დეკემბრის საახალწლო ღონისძიების წამყვანად მხოლოდ მამაკაცს ითხოვს. ეს მოთხოვნა უწყების სატენდერო დოკუმენტაციაში წერია.

მუნიციპალიტეტი მოითხოვს, რომ კონცერტი წაიყვანოს მამაკაცმა, რომელიც პოპულარულია, აქვს თეატრალური განათლება, ვოკალური მონაცემები, რადიოსივრცეში მუშაობის გამოცდილება და ლექსების კარგად კითხვის უნარი.

სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ ღონისძიებაში 10-მდე მომღერალი უნდა მონაწილეობდეს, რომლებსაც მანამდე სხვადახვა ფესტივალში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ამის დამადასტურებელი მტკიცებულება უწყებას უნდა მიაწოდონ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ასევე მოითხოვს, რომ 10 ქართული და 10 უცხოური სიმღერა ცოცხლად თუ ვერა, ფონოგრამით მაინც შესრულდეს.

კონცერტს მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მხოლოდ წინა ხაზის აპარატურით.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 31 დეკემბრის საახალწლო ღონისძიებაში 8 495 ლარს დახარჯავს. კომპანია უწყებამ უკვე შეარჩია.

კომენტარები