ლარის გაუფასურება

მდინარაძე: ლარის გაუფასურება პრემიერის განცხადებებით არ იყო გამოწვეული

უკაცრავად ვარ შეკითხვის ავტორებთან, მაგრამ ვერ დავეთანხმები რომ ლარის იმდღევანდელი გაუფასურების მიზეზი იყო სამთავრობო გეგმის გაცხადება. ეს არის არასწორი შეფასება კითხვაშივე და ამაზე პასუხი ვერ იქნება შესაბამისი. კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ ლარის იმდღევანდელი გაუფასურება მართალია იყო დროებითი ემოციური ფონის შედეგი, მაგრამ ეს არ იყო გამოწვეული პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებებით 

ტაბულას კითხვაზე "რატომ მოჰყვა პრემიერის 10-პუნქტიან გეგმას სავალუტო ბაზარზე პანიკა და ლარის კიდევ უფრო გაუფასურება, როდესაც გეგმის მიზანი პირიქით ლარის გამყარება იყო? იმიტომ ხომ არა, რომ ასე მან დოლარზე მოთხოვნა გაზარდა?" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პასუხობს რომ ლარის გაუფასურება პრემიერის განცხადებებით არ იყო გამოწვეული

კომენტარები